შოვის ტრაგედია

გომელაური შოვზე: რომ გითხრათ, გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებული გამოძიების და სამძებრო სამუშაოების შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით სამინისტროს სიახლე არ აქვს.

"სამწუხაროდ, ერთი ადამიანის, ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები გასული, ტექნიკაც მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს. რომ გითხრათ, გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ. ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი, ექსპერტიზაც დასამთავრებელია" - თქვა გომელაურმა. 

ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს,  ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია. სტიქიის ზონაში მაშველები ერთ ადამიანს, ზაზა მესხის მცირეწლოვან შვილს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები