კანდიდატის სტატუსი

აზარაშვილი ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე: გაცილებით მეტი შევასრულეთ

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა და საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი შეაფასა.

"ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვექნება. გადაწყვეტილება აუცილებლად ჩვენ სასარგებლოდ იქნება მიღებული". - თქვა აზარაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 რეკომენდაცია თუ შევასრულეთ, აზარაშვილმა უპასუხა, რომ "შევასრულეთ გაცილებით მეტი".

Reuters-ის ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკომისიის ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება

ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესი, თუ რამდენად მიუახლოვდნენ ბლოკში გაწევრიანებისთვის საჭირო ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ სხვა კრიტერიუმებს.

კომენტარები