ენმ

მელია ენმ-დან წასვლაზე: ოპტიმალურ პერიოდში გადავწყვეტ, თანამებრძოლებს უნდა შევხვდე

გულწრფელად გპასუხობთ - იქ, სადაც იოტისოდენა ჩართულობა [მაინც] არის კეზერაშვილის და მერაბიშვილის, როგორც ანტისახელმწიფოებრივი მოვლენების, არაფორმალური მმართელობა, როგორც ფენომენი მაქვს მხედველობაში, იქ მე არ არ ვიქნები ბრძოლაში და მივიღებ სწორ გადაწყვეტილებას, ოპტიმალურ პერიოდში მივიღებ გადაწყვეტილებას...

...მე პატივს ვცემ და ვალდებული ვარ, პატივი ვცე მაქსიმალურად ყველა იმ თანამებრძოლს, რომელთან შეხვედრასაც ახლა მომდევნო პერიოდში ვაპირებ ყოველკვირეულად. რა თქმა უნდა, [ყველას შევხვდები და მერე] მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ ეს სტატუს-კვო ნარჩუნდება...

მე მაქვს ჩემი პირობა, გინდათ პირობა დაარქვით, გინდათ მოსაზრება - იქ სადაც იქნება კალკით გადმოტანილი მმართველობა მერაბიშვილ-კეზერაშვილის მიერ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, დამიჯერეთ, იქ გამარჯვებული მხოლოდ გამოვა ქართული ოცნება.

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის კითხვაზე - პარტიის დატოვებას აპირებს თუ არა.

კომენტარები