თურქეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი

თურქეთმა და აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს

Sputnik Armenia

23 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთთან საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნების გაგრძელება 25 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში სამი ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. 

ამასთან, წვრთნები ტარდება ნახიჩევანში და აზერბაიჯანის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად სომხების კონტროლს 2020 წლიდან აღარ ექვემდებარება. 

წვრთნების სახელია მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023 და თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

წვრთნების პარალელურად, თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხთან დაკავშირებით 3+3 ფორმატში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ

თეირანში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - სერგეი ლავროვი, ჰაკან ფიდანი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი. შეხვედრას არ ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. ქართულმა მხარემ 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

კომენტარები