ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

IDF სკოლების და ბაღების მიმდებარედ ჰამასის რაკეტების გამშვები პუნქტების ფოტოებს ავრცელებს

Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში მეჩეთების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ ჰამასის რაკეტების გამშვები პუნქტების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. უკვე დიდი ხანია, რაც ისრაელი ჰამასს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ფარად გამოყენებაში სდებს ბრალს. 

ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter). 

ჰამასის რაკეტების გამშვები პუნქტი სკოლებთან

დანიელ ჰაგარის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ჰამასის რაკეტების გამშვები პუნქტი, რომელიც გაეროს ოფისის წინ მდებარეობს. 

ჰამასის რაკეტების გამშვები პუნქტი გაეროს ოფისის მიმდებარედ

 

კომენტარები