ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებულ 2 ამერიკელთან საუბრის ვიდეოს ავრცელებს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Evelyn Hockstein/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ჰამასის ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლებულ 2 ამერიკელს ესაუბრება.

"მოხარული ვარ, რომ თქვენი გამოყვანა შევძელით. ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით". - უთხრა ბაიდენმა ამერიკელებს, რომლებმაც პრეზიდენტს საპასუხოდ მადლობა გადაუხადეს.

ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გუშინ, 20 ოქტომბერს გაათავისუფლა. აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე დედა-შვილი ტერორისტებმა 14 დღის წინ გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელის სამხედროები ჯუდით და ნატალი რაანანს ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან დახვდნენ, რის შემდეგაც ისინი ოჯახის წევრებთან შესახვედრად სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს მძევალები და ისინი ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები