უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად 21 ოქტომბერს სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი დროებით, 30 ოქტომბრამდე გაამკაცრა.
სლოვენიური საინფორმაციო სააგენტო STA-ს ცნობით, პოლიცია ხორვატიასთან და უნგრეთთან არსებულ 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა. დანარჩენ 18 პუნქტზე საპოლიციო კონტროლი მუდმივ რეჟიმში არ იმუშავებს.
კონტროლის გამკაცრების მიზეზებად სლოვენიის მთავრობამ დაასახელა საფრთხეები, რომლებიც, შესაძლოა, "სხვადასხვა ტერორისტული და ექსტრემისტული მოძრაობისა და ჯგუფის წევრებისგან" მომდინარეობდეს.
ოფიციალურმა ლუბლიანამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეზობელმა იტალიამ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სლოვენიის საზღვარზე კონტროლი შემოიღო. ცნობისთვის, იტალიაში 17 ოქტომბერს ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ეგვიპტის მოქალაქე და ეგვუპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავეს.