მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია და საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, კოლბაში ვერ იცხოვრებს. თუმცა, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში რომ განსაკუთრებული ხდებოდეს - ეს ასე არ არის. აბსოლუტური კონტროლის ქვეშ არის ვითარება. ერთი მხრივ სუს-ი და, მეორე მხრივ, ყველა სხვა შესაბამისი უწყება, იქნება ეს შსს თუ თავდაცვის სამინისტრო, სრულად ფლობს ინფორმაციას და აბსოლუტურად არანაირი საფრთხე, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდეს, დღესდღეობით არ არსებობს.
tbl.ge/v0x
დაკოპირდა

ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ტაბულას კითხვას, თავად რა ინფორმაცის ფლობს ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე, რაზეც ვიცეპრემიერმა მიანიშნა. კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა საპარტნიორო ფონდმა სუს-ს დამატებით 102 ავტომობილი ქვეყანაში ტერორიზმის გაზრდილ საფრთხესთან გასამკლავებლად უყიდა.
ამავე თემაზე
- გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო, სლოვენიამ სასაზღვრო კონტროლი დროებით გაამკაცრა
- იტალიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ორი პირი დააკავეს
- ისლამური სახელმწიფოს სამიზნე შესაძლოა ევროპის სანაპირო კურორტები გახდეს
- ბრიუსელში ანტიტერორისტული რეიდებისას 6 ადამიანი დააკავეს
- ჟენევაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს