ტერორიზმის საფრთხე

იტალიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ორი პირი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის ფარგლებში ეგვიპტის მოქალაქე და ეგვუპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავეს.

ანტიტერორისტული ოპერაცია მილანის პროკურატურის კოორდინირებული იყო. დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორისტული ორგანიზაციის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობა და თავდასხმების ორგანიზებაში მონაწილეობა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებული პირები აქტიურად ეწეოდნენ პროპაგანდისტულ საქმიანობას, ინტერნეტის საშუალებით ცდილობდნენ პოტენციური წევრების გადაბირებას და აფინანსებდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერ ინიციატივებს.

"დღეს დილით ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დავაკავეთ ორი ადამიანი დავაკავეთ". - თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ Rai Radio 1-თან საუბრის დროს.

ტაიანის თქმით, ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის ფონზე, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე უკვე გაზრდილია და სამართლდამცველები პოტენციური საფრთხის აღკვეთაზე მუშაობენ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტერორისტული აქტის მოწყობის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, იტალიის პოლიცია და თავდაცვის ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან.

კომენტარები