რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინის დასახმარებლად დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იოხენ ფლასბარტი კიევში, 2023 წლის 20 ოქტომბერი 
Jochen Flasbarth / X

პარასკევს, 20 ოქტომბერს უკრაინაში ვიზიტისას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტმა თქვა, რომ გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

ფლასბარტმა ასევე აღნიშნა, რომ თანხა განკუთვნილია განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის, სასმელი წყლის მიწოდებისა და ურბანული პროექტებისთვის. 

მთლიანობაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან გერმანიამ დაახლოებით 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად.

კომენტარები