რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირა

Українська правда-ს ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების ამკრძალავ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

კანონის ფარგლებში აიკრძალება რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც აფილირებულია გავლენის ცენტრებთან "სახელმწიფოში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ახორციელებს". 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აიკრძალება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო), რომელსაც ომში რუსეთის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.

კანონს რადაში 267-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15 კი მოწინააღმდეგე იყო.

კომენტარები