პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე პრეზიდენტზე: სამომავლო დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს დანაშაულის ნიშნებს

ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას [თუ არა]. ალბათ, განაგრძობს, რა შეუშლის ხელს? აქამდეც იცოდა, რომ უხეშად არღვევდა, პირდაპირ თვითონ აქვს აღიარებული, ხვალაც წავა, დაარღვევს, რა შეუშლის ხელს, ნაცმოძრაობის იმედი კვლავაც აქვს, ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება, არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება.

სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, თუმცა, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი.

მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ადამიანის მიზანი როცა არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირებას, ის ყველაფერს გააკეთებს, მას აღარ აქვს მუხრუჭი და ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ იმსახურებს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის განხილვისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "სამომავლო სისხლის სამართლებრივ პაუხისმგებლობის" შესაძლებლობაზე ისაუბრა.

კომენტარები