პრეზიდენტის იმპიჩმენტი

წითლიძე: მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაში

ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია გვქონდა ამასთან დაკავშირებით თავიდანვე, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთოდ არ ვაპირებთ [მონაწილეობის მიღებას]. ეს პროცესი, როგორც კი დადგება დღის წესრიგში, დღეს სხვა საკითხებიც არის, გარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და სხვა საკითხებში, ცხადია, დღის წესრიგი რომ დამტკიცდება, ვიქნებით სხდომათა დარბაზში, თუმცა, რეალურად, მაშინ, როდესაც ამ საკითხის განხილვა დაიწყება, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაზე. ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია რეალურად გვაქვს, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისი, რომ ახლა საქართველოს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებით, ჭირდებოდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. არ არსებობს მიზეზი, სამართლებრივ მიზეზს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რის გამოც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყეს. თუ ვინმე არღვევს ამ ქვეყანაში კონსტიტუციას, არღვევს ქართული ოცნება, რომელიც უკარგავს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანას მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

მეტი რა უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის თავს, რომ მან გაბედოს და ეს თქვას... მე არ მგონია სალომე ზურაბიშვილი იმდენად გულუბრყვილო იყოს, ეგონოს, რომ მხოლოდ კობახიძე და მდინარაძე არიან იმპიჩმენტის შემოქმედი და ბიძინა ივანიშვილმა არაფერი არ იცის ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკოს ღიად იმაზე, ჰგონია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ჰგონია, თუ არა, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კობახიძე კი არა, ბიძინა ივანიშვილია. 

ამბობს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძე მთავარ არხთან საუბარში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით. 

კომენტარები