რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.

ლავროვმა ჩრდილოეთ კორეას მადლობა გადაუხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხარს უჭერენ.

ლავროვის ვიზიტს წინ უსწრებდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სექტემბრის ვიზიტი მოსკოვში, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩრდილოეთ კორეის თანამგზავრული პროგრამასა და უკრაინის ომზე ისაუბრეს. 

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეაში სუნ კიმი, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას "შემაშფოთებელს" უწოდებს მას შემდეგ, რაც წინა კვირას, თეთრმა სახლმა ფხენიანი რუსეთისათვის იარაღის გადაცემაში დაადანაშაულა. 

ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისათვის იარაღის გადაცემის მტკიცებულებები, სატელიტური ფოტოების სახით, აშშ-ს მთავრობას დასავლელმა მკვლევარებმა წარუდგინეს.

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

გაერთიანებული სამეფოს სერვისების ინსტიტუტმა (Royal United Services Institute) გამოაქვეყნა უამრავი მაღალი რეზოლუციის ფოტო, რომელზეც, მათი განცხადებით, აღბეჭდილია რუსული სამხედრო–ლოჯისტიკური გემების ნაოსნობა ჩრდილოეთ კორეის პორტებში და ამავე პორტებიდან რამდენიმე ასეული კონტეინერის გადატანა.

კომენტარები