რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აკსიონოვი: ყირიმში უკრაინის 8 დრონი ჩამოვაგდეთ

სერგეი აკსიონოვი

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აკსიონოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ გასულ ღამეს 8 უკრაინული დრონის თავდასხმა მოიგერიეს. 

აკსიონოვი ირწმუნება, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებითა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებით 8 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მან სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმის მოგერიების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განცხადება არ გაუკეთებიათ. საკუთარ ტელეგრამ-არხზე არაფერი დაუწერია ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორსაც, რომელიც ყოველი თავდასხმის შემდეგ დრონების მოგერიების ცნობებს ავრცელებს.

კომენტარები