ალპინიზმი

რუსი ალპინისტი ნადეჟდა ოლენევა ჰიმალაის მთებში დაიღუპა

ნადეჟდა ოლენევა
Moskvich Mag

ჰიმალაის მთებში რუსი ალპინისტი ნადეჟდა ოლენევა დაიღუპა. სპორტსმენი 500 მეტრის სიღრმის ნაპრალში ჩავარდა. 

"სხეული ნაპოვნია. ვარკვევთ ტრანსპორტირების საკითხს, იმიტომ რომ იმ ადგილას ვერტმფრენის დასმა შეუძლებელია". – ამბობს რუსეთს ალპინიზმის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაველ შაბალინი.

უბედური შემთხვევა 14 ოქტომბერს, 6680 მეტრის სიმაღლეზე მოხდა, როდესაც ოლენევა ორ კოლეგასთან ერთად ჰიმალაის მთათა სისტემის ერთ-ერთ მწვერვალის, დხაულაგირის (სიმაღლე - 8167) დალაშქვრას ცდილობდა. 

ოლენევა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რუსი ალპინისტი იყო. მის ანგარიშზე რამდენიმე რუსეთს ჩემპიონის ტიტული და 200-ზე მეტი ლაშქრობა იყო.

კომენტარები