რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს - განადგურებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები

ФОТО З TELEGRAM РОМАНА МРОЧКА

15 ოქტომბერს, ნაშუადღევს, რუსულმა ჯარებმა ხერსონი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო საკუთარ Telegram არხზე ავრცელებს.

"ხერსონში აფეთქებებია! ქალაქი რუსული საოკუპაციო ძალების ძლიერი ცეცხლის ქვეშაა! დაბომბვის შედეგად განადგურებულია სახლები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები". -  თქვა მროჩკომ.

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა ხერსონზე ჭურვებით იერიშს მსხვერპლი.


15 ოქტომბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმზეც მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი. მომხდარს კი 57 წლის კაცისა და 54 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი ქალი, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებით დაიჭრა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს. 

კომენტარები