პაატა გულიაშვილი

GMC: პაატა გულიაშვილმა მხოლოდ აგვისტოში გამარტივებული შესყიდვებით ₾16 754 მიიღო

პაატა გულიაშვილი
ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, მხოლოდ 2023 წლის აგვისტოს თვეში პაატა გულიაშვილმა გამარტივებული ტენდერების მეშვეობით 16 754 ლარი მიიღო.

გულიაშვილმა აგვისტოში კონცერტები საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - ადიგენში, ბორჯომსა და ახალციხეში გამართა.

როგორც ფლანგვის დეტექტორი წერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 5 100 ლარად პაატა გულიაშვილის კონცერტის გამართვა ჩატარებული კვლევით დაასაბუთა, თუმცა კვლევა არ წარუდგენია.

"Როგორც შესყიდვის დასაბუთებებიდან ირკვევა, გულიაშვილმა მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში - "ტურისტული დღეები ბორჯომში". კითხვაზე, რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იმავე მომსახურების გაწევა, რაც პაატა გულიაშვილის, ბორჯომის მუნიციპალიტეტი პასუხობს - "კვლევის შედეგად", თუმცა თან არ ურთავს კვლევას.". - წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, Პაატა გულიაშვილს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვებით 77 309 ლარი აქვს მიღებული.

"პაატა გულიაშვილი აქტიურად იყო ჩართული ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამთავრობო პროპაგანდასა და აქტივობებში. 2022 წლის 28 თებერვალს ის ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ბერძენიშვილის საწინააღმდეგოდ თელავში გამართულ აქციაზე, სადაც იმუქრებოდა და ამბობდა, რომ "ენა უნდა და­ი­მოკ­ლოს (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) სა­ნამ მე­ფეს ახ­სე­ნებს, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, სა­ნამ თე­ლა­ვე­ლე­ბი კარ­გად ვლა­პა­რა­კობთ. არ გა­ბე­დონ და ამ ვი­გინ­და­რებ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბი არ წარ­მოს­თქვან". აქციაში მონაწილეობის შემდეგ გულიაშვილმა ტელეკომპანია ფორმულაც დატოვა". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები