ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, აშშ მე-2 ავიამზიდს აგზავნის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში

შაბათს, 14 ოქტომბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ომის გაფართოების მცდელობის შესაკავებლად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კიდევ ერთ ავიამზიდს გააგზავნის.

Eisenhower CSG-ის ტიპის ავიამზიდი უკვე გაგზავნილ USS Gerald R. Ford-ს და სამხედრო ხომალდებს შეუერთდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მშვიდობის მხარდასაჭერად. 

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ ეცდება დაიცვას ისრაელის უსაფრთხოება. 

"აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ურყევად გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო სუბიექტი, რომელიც ამ ომის ესკალაციას ცდილობს". - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაში.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები