რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სოჭის ცაზე ანტისაჰაერო თავდაცვა გააქტიურდა – რუსული მედია

საილუსტრაციო ფოტო

რუსი პროპაგანდისტების ტელეგრამ-არხებსა და რუსულ სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის ცაზე ანტისაჰაერო თავდაცვა გააქტიურდა. 

ამასთან, ადგილობრივების თქმით, 5-6 აფეთქება მოხდა, ზოგიერთი მცხოვრები კი დენის მიწოდების გარეშე დარჩა. 

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კრასნოდარის მხარეს ორი დრონი გაანადგურა.

კომენტარები