ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ირანის საგარეო მინისტრი: თუ ისრაელი ღაზის დაბომბვას არ შეწყვეტს, ომი რეგიონშიც გავრცელდება

AP Photo/Hussein Malla

ირანის ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ლიბანში ვიზიტისას თქვა, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს ღაზის სექტორის დაბომბვას, ეს კონფლიქტი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტებით ერაყში და ლიბანში იმყოფებოდა. ბეირუთის შემდეგ ამირ-აბდოლაჰიანი სირიის დედაქალაქს ეწვევა. 

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ლიბანელ კოლეგასთან ერთად ჟურნალისტებს ესაუბრა, სადაც ორივემ მოუწოდეს ისრაელს "ომის შეჩერებისკენ".

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ ტურში "წინააღმდეგობის ღერძის" ლიდერებს ხვდება. ირანი "წინააღმდეგობის ღერძს" უწოდებს რეგიონის ძლიერი სამხედრო ჯგუფების კავშირს, სადაც ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა და ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალები შედიან. 

ბეირუთში ოფიციალური ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას ლიდერს, ჰასან ნასრალას შეხვდა. 

კომენტარები