მკვლელობა აშშ-ში

ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე სერჯიო ბრაუნი დედამისის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

სერჯიო ბრაუნი 2016 წელს
Getty Images

ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ყოფილი მოთამაშე სერჯიო ბრაუნი დედამისის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

16 სექტემბერს პოლიციამ ბრაუნის დედა ჩიკაგოს გარეუბანში, თავის სახლთან ახლოს, მდინარეში გარდაცვლილი იპოვა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი მოკლულია, რაზეც სხეულზე ნაპოვნი დაზიანებები მეტყველებდა.

დედის სიკვდილს ბრაუნი მექსიკიდან გამოეხმაურა. ფეხბურთელი ამბობდა, რომ დედამისი მასთან ერთად დასასვენებლად მექსიკაში იმყოფებოდა, ხოლო მედიაში გავრცელებული ცნობები Fake News-ები იყო.

მექსიკიდან დეპორტაციის შემდეგ, ბრაუნი პოლიციამ კალიფორნიაში, ქალაქ სან დიეგოში დააკავა. იგეგმება მისი ექსტრადიცია ილინოიში, სადაც მკვლელობა მოხდა.

განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბრაუნს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. 

სერჯიო ბრაუნმა კარიერა 2010 წელს New England Patriots-ში დაიწყო. მოგვიანებით თამაშობდა გუნდებში: Indianapolis Colts, Jacksonville Jaguars, Buffalo Bills

კომენტარები