წყალმომარაგების შეზღუდვა

საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულებას და ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

ჯივიპის ცნობით, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ოქტომბერს, ღამის 00:30 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზირს N14-16, მიცკევიჩის, ბურძგლას, ტანძიის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარელის და საირმის ქუჩებს, საირმის გორას.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - წერს GWP.

კომენტარები