დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორში ომის გაშუქებას, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა

Ashraf Amra/Anadolu Agency/Getty Images

ღაზის სექტორში ომის გაშუქებისას, სულ მცირე, შვიდი ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პრესის თავისუფლების ჯგუფებსა და მედიის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მრავალი თვალსაზრისით, ჟურნალისტები ყველაზე დაუცველი და ამავდროულად, ყველაზე საჭირონი არიან". - აღნიშნა შერიფ მანსურმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის კოორდინატორმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ზედამხედველობს. 

ეს რიცხვი უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის წინააღმდეგ შეტევას კვლავ განაგრძობს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

კომენტარები