რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 29 დრონიდან 24 ჩამოვაგდეთ

Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები

10 ოქტომბრის ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 36 დრონიდან 27 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები სოციალური ქსელში ავრცელებს.

"10 ოქტომბერს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-136/131 ტიპის კამიკაძე დრონები გამოუშვეს. 36-დან 27 განადგურებულია". – წერია პოსტში.

კამიკაძე დრონებით იერიში ოკუპანტებმა ოდესის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებზე მიიტანეს.

ასევე გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ მტერმა განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაზე ერთი სარაკეტო, 63 საავიაციო, 47 საარტილერიო დარტყმა მიიტანა. განადგურებულია კერძო სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაშავებულების შესახებ ცნობა არ არის.

კომენტარები