რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპული კომისია: სიტუაცია ისრაელში არ შეარყევს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი

GETTY IMAGES

ევროპული კომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა 9 ოქტომბერს თქვა, რომ ისრაელში მიმდინარე დაძაბული ვითარების მიუხედავად, ევროპის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შემცირდება. 

"მე არ ვფიქრობ, რომ რამე იმოქმედებს ევროკავშირის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. ეს ეჭვის მიღმაა" - თქვა ერიკ მამერმა. 

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაძაბულობასა და უკრაინის ომს შორის კავშირზე კითხვები ასევე დაუსვეს ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის სპიკერს, პეტერ სტანოს, რაზეც მან უპასუხა, რომ ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 ოქტომბერს უნდა ისაუბრონ. 

პეტერ სტანოს თქმით, ყოველ ჯერზე, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან ისინი აუცილებლად განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და ამ ჯერზე, ბუნებრივია, ისრაელის კონფლიქტიც განსახილველ აქტუალურ საკითხებს შორის იქნება. 

კომენტარები