ჩეჩნეთი

რამზან კადიროვმა ვლადიმირ პუტინს ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი გადასცა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვიმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო – ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი გადასცა. როგორც კადიროვი Telegram-ის არხზე წერს, ორდენის გადაცემა "რამდენიმე წუთის წინ მოხდა".

კადიროვის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პუტინისთვის განკუთვნილ ორდენს ხელი ჯერ კიდევ 2007 წელს მოეწერა, თუმცა, კადიროვი არ განმარტავს, რა უშლიდა ხელს ამდენი წლის განმავლობაშ ორდენის ოფიციალურად გადაცემას. მისი თქმით, "უმაღლესი ორდენის გადაცემისთვის შესაფერისი დრო არ გამოინახა".

უკანასკნელ თვეებში, ჩეჩნეთის ლიდერმა უმაღლესი ორდენი საკუთარ დედას, ქალიშვილს, სიძესა და სხვა ახლო ნათესავებს გადასცა.

კომენტარები