რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში ერთ-ერთი ეკლესია წირვის მიმდინარეობის დროს დაბომბეს

ღვთისმშობლის შობის ტაძარში ადამიანები ერთმანეთს ეფარებიან
MOST

ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარში მრევლი საკვირაო წირვას ესწრებოდა, როდესაც ერთ-ერთი რუსული ჭურვი ეკლესიას მოხვდა.

მცირე ზომის ეკლესიაში შეკრებილი ადამიანები აფეთქებისას ერთმანეთს გადაეფარნენ. როგორც Українська правда წერს, თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ქალი. დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს.

8 ოქტომბერს რუსეთმა ხერსონისა და ხარკოვის ოლქები დაბომბა. შეტევის შედეგად დაშავებულია 22 და დაღუპულია 2 ადამიანი.

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა ხერსონი 53-ჯერ დაბომბეს. ოლქის მიმართულებით სულ 288 ჭურვია გასროლილი. აფეთქებები მოხდა დასახლებულ პუნქტებში, დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, გარდაიცვალა ერთ ადამიანი.



 

კომენტარები