რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი და ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია ორი ადამიანი

ხარკოვი, 12 ივნისი
Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

8 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა ხერსონისა და ხარკოვის ოლქები დაბომბა. შეტევის შედეგად დაშავებულია 22 და დაღუპულია 2 ადამიანი.

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა ხერსონი 53-ჯერ დაბომბეს. ოლქის მიმართულებით სულ 288 ჭურვია გასროლილი. აფეთქებები მოხდა დასახლებულ პუნქტებში, დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, გარდაიცვალა ერთ ადამიანი.

8 ოქტომბერს ხარკოვის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 65 წლის ქალი, სერიოზულად დაზიანდა ხუთ საცხოვრებელი სახლი.

გარდა მისა რუსეთმა იერიში მიიტანა დონეცკის, ზაპოროჟიეს და სუმის ოლქებზეც, ამ ეტაპზე დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

რუსეთის ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის დასახლებულ პუნქტებს. 

კომენტარები