რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კოსტიანტინივკაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 9 წლის ბავშვი დაშავდა

Ukrainska Pravda 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი, კოსტიანტინივკა ისკანდერის ტიპის რაკეტით დაბომბა. დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, 4 ადამიანი, მათ შორის, 9 წლის ბავშვი დაშავდა.

დასახლებულ ზონაზე თავდასხმის შედეგად 9 წლის გოგონას გარდა დაშავდა მისი დედა, ასევე, 64 წლის ქალი და მისი ვაჟი. დაშავებულებს სისხლჩაქცევები და აფეთქების შედეგად მიყენებული ნამსხვრევები, მათ შორის, ტვინის შერყევა აღენიშნებათ. 

ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 19 კერძო სახლი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.

კომენტარები