დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გალანთი: არ განარჩიეს ქალები, ბავშვები, მოხუცები, ჰამასი მალე მიხვდება უდიდეს შეცდომას

მათ არ განარჩიეს ქალები, ბავშვები და მოხუცები. ყველას ავნეს. [ჰამასი] მალე გააანალიზებს, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა და საზღაურს გადაიხდის... ღაზაში რეალობას 50 წლის წინსწრებით შევცვლით.

თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა სიტყვით გამოსვლაში. ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმებს ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტების ხელში კვლავ რჩებიან მძევლები. 

კომენტარები