დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

მუქარის შემდეგ ჰამასმა თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა ისროლა

მარცხნივ - თავდასხმის შედეგად დაზიანებული ქუჩა თელ-ავივში; მარჯვნივ - ღაზიდან ნასროლი რაკეტები

ჰამასმა ისრაელის ცენტრალური და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა ისროლა

აქამდე, ღაზის ცენტრალურ უბნებზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ ჰამასის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი, აბუ ობეიდა თელ-ავივს დაემუქრა.

"თელ-ავივი ცალ ფეხზე უნდა დადგეს და ჩვენს გამანადგურებელ პასუხს დაელოდოს". – თქვა ტერორისტმა. 

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ მიფრინავენ რაკეტები ისრაელის მიმართულებით.

9 ადამიანი დაშავდა რიშონ ლეზიონში, თელ-ავივში, ბათ იამსა და იავნეში. რაკეტების ნაწილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია.

თელ-ავივიდან გავრცელდა სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებული ქუჩების კადრები. 

განგაშის ხმა ისმოდა ქალაქებში: რეჰოვოთში, ნეს-ზიონაში, თელ ავივ-ჯაფაში, რამათ განში, იავნეჰში, რიშონ ლეზიონში, გივათაიმში, რამათ ჰაშარონში, ფეთაჰ თიქვაში, ქირიათ ონოში, ბნეი ბრაქში, გივათ შმუელში, ბეერ იაქოვში, რამლაში, ჰოლონში, მიქვე ისრაელსა და ბათ იამში. 

პარალელურად ისრაელის საჰაერო ძალები ჰამასის ობიექტებზე იერიშებს აგრძელებენ.

კომენტარები