ისრაელის ენერგიის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ისრაელის ელექტრონული კორპორაცია ღაზას ელექტრომომარაგებას შეუწყვეტს.
"ისე აღარ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო". - თქვა კაცმა განცხადებაში.
ღაზის ენერგომომარაგება ძირითადად დამოკიდებულია ისრაელიდან შესულ საწვავსა და ელექტროენერგიაზე.
მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.
ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.





