დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროები ტყვედ აიყვანეს

AP Photo/Hassan Eslaiah

ჰამასის სამხედრო ფრთამ, კასმის ბრიგადებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 3 კაცი ბოევიკების ტყვეობაში იმყოფება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებში ამტკიცებენ, რომ ტყვედ აყვანილი ადამიანები ისრაელის ჯარისკაცები არიან.

AFP-ის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვიდეოს წინ უძღვის ტექსტი არაბულ ენაზე, რომელშიც ნათქვამია: "ალ-კასიმის ბრიგადების სურათები, მათ მტრის რამდენიმე ჯარისკაცს აიყვანეს პალესტინის ოპერაციის დროს".

ამავე ინფორმაციით, ფონზე გამოსახული ებრაული ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ ვიდეო გადაღებულია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის. 

BBC News წერს, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება ვიდეოს დამოუკიდებლად გადამოწმებას.

გარდა ამის, დაჯგუფება ისლამური ჯიჰადი, რომელიც მოქმედებს ღაზაში, ამტკიცებს, რომ მისმა მებრძოლებმა ასევე აიყვანეს ისრაელის "ბევრი" ჯარისკაცი.

ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, პირი, რომელიც საკუთარ თავს აბუ ჰამზას უწოდებს, ამბობს:

"ჩვენ ვადასტურებთ ალ-ყუდსის ბრიგადებში, რომ ახლა, ღვთის წყალობით, ჩვენ ავიყვანეთ მრავალი სიონისტი ჯარისკაცი, რომლებიც ჩვენს ხელში ტყვეებად არიან".

ყუდსის ბრიგადა ისლამური ჯიჰადის შეიარაღებულ ფრთას წარმოადგენს. დაჯგუფება თანამშრომლობს ჰამასთან, მაგრამ ასევე ინარჩუნებს დამოუკიდებლობას.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 40 ადამიანი, ხოლო დაშავდა 700-ზე მეტი მოქალაქე. 

7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.

ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლები" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

კომენტარები