რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი პოლკოვნიკის პირადი ელ-ფოსტა უკრაინელმა ჰაკერებმა გატეხეს

NATIONAL RESISTANCE CENTER

კიბერ-წინააღმდეგობის (KiberSprotyv) უკრაინელმა აქტივისტმა ჰაკერებმა რუსი პოლკოვნიკის, კალუგას ოლქში რუსეთის ეროვნული გვარდიის უფროსის რომან ერშოვის პირადი ელ-ფოსტ გატეხეს. რომან ერშოვი 2022 წელს უკრაინულ ქალაქ პრიპიატში რუსულ შეტევას ხელმძღვანელობდა. 

ინფორმაციას რომან ერშოვის ელ-ფოსტის გატეხვის შესახებ უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი (NRC) ავრცელებს.

ჰაკერებმა რომან ერშოვის პირადი ელ-ფოსტიდან მოიპოვეს, როგორც მისი პირადი ფოტოები, ასევე რუსული თავდასხმების და ომის სამართლის დამრღვევი საომარი მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

რომან ერშოვს ლეიტენანტ-პოლკოვკინის თანამდებობა ეკავა, თუმცა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის მონაწილეობის გამო პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს.

კომენტარები