რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვი და ოდესა დაბომბა, დაღუპულია 10 წლის ბავშვი

УП

რუსმა ოკუპანტებმა 6 ოქტომბრის ღამეს ხარკოვი დაბომბეს და ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.

ხარკოვის მერის განცხადებით რამდენიმე ჭურვი ქალაქის ცენტრში აფეთქდა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 10 წლის ბავშვი, დაშავებულია 25 ადამიანი, განადგურებულია რამდენიმე ავტომობილი და შენობა.

მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ქალის სხეული ამოიყვანეს. ქალი დაღუპული ბავშვის ბებიაა.

6 ოქტომბერი ხარკოვში გამოცხადებული სამდღიანი გლოვის პირველი დღეა. 5 ოქტომბერს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე. რუსულმა საჰაერო ძალებმა დაბომბეს კაფე და მაღაზია, სადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. დაღუპულია 49 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.

6 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა ასევე ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. შეტევის შედეგად განადგურებულია საპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხორბლის საცავი.

კომენტარები