იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

აფხაზეთიდან დევნილი: ბიჭებს მიწა გაათხრევინეს და შიგნით დამარხეს, ამაზე მეტი გენოციდი რაა?

ოთხი ბიჭი, გვარები მე რა მახსოვს, ქართველები იყვნენ, გაათხრევინეს კურჩენკოს პარკში მიწა, დააყენეს ასე "კრუგში", დაარტყეს ზურგიდან და პირდაპირ ჩავარდნენ... ჯამბულიმ თქვა, მიწა რომ დააყარეს, ვხედავდი, როგორ ინძრეოდაო... მკვდრები ხომ არ იყვნენ ეს ბიჭები. ამაზე მეტი გენოციდი რა არის, კაცს გაათხრევინო და შიგნით ჩაყარო. კურჩენკოს პარკი სავსე იყო მკვდრებით, იქ მარხავდნენ, ვინ წაიღებდა აბა იმას.

ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას  მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა. 

ჩანაწერებში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ.

შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები