აშშ

ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთი აშენდება

REUTERS/Rebecca Noble/File Photo

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკიდან მზარდი არალეგალური მიგრაციის ნაკადის შემცირების მიზნით, მექსიკის საზღვარზე კედლის ახალი მონაკვეთის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სთარ ქანთრის გასწვრივ, მექსიკის საზღვარზე, სადაც ყველაზე დიდია არალეგალურ მიგრანტთა მიერ საზღვრის კვეთის ფაქტები, 32 კილომეტრის სიგრძის კედელი აშენდება.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი იყო, რასაც მწვავედ აკრიტიკებდა დემოკრატიული პარტია და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომლის წინასაარჩევნო დაპირება კედლის მშენებლობის შეჩერება იყო.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში 245 ათასმა არალაგალურმა მიგრანტმა გადაკვეთა აშშ-ს საზღვარი მხოლოდ რიო გრანდეს რეგიონში, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები