კალაძის კომენტარი

კალაძე: აშშ-მ უნდა მოგვაწოდოს მტკიცებულებები, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება

თქვენ გგონიათ, რომ აშშ-თვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორები ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფოს და მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია სანქცირებულ პიროვნებაზე. განმარტებები უნდა გაკეთდეს და უფრო მეტი დასაბუთება იყოს, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი. ასე მოხდა მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაშიც.


შეიძლება მსგავსი ინფორმაცია საჯაროდ არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამის
სამსახურებს უნდა მიაწოდონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, როგორც
სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამას ვიმსახურებთ. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს
და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არგუმენტი და დასაბუთება
ხომ სჭირდება?

თქვა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები