რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, არიან დაღუპულები

რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი - ხერსონი.
VOA News

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

დაბომბვა 5 ოქტომბერს, გამთენიისას მოხდა. რუსულმა არტილერიამ დარტყმა საცხოვრებელ რაიონებზე მიიტანა. დაიღუპნენ 50-55 წლის ასაკის ქალი და კაცი.

5 ოქტომბრის მონაცემებით განვლილი 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქი 78-ჯერ დაიბომბა. რეგიონის მიმართულებით ნაღმტყორცნის, არტილერიის, სარაკეტო დანადგარის, ტანკის, ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატების 445 ჭურვი გაისროლეს. ქალაქ ხერსონში 25 ჭურვი აფეთქდა.

რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას. განსაკუთრებული სისასტიკით იბომბება დეოკუპირებული რეგიონები.

კომენტარები