ოკუპირებული აფხაზეთი

ლავროვი: გავაფართოებთ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ

ასლან ბჟანია და სერგეი ლავროვი სოჭიში გამართულ შეხვედრაზე, 2023 წლის 3 ოქტომბერი
РИА

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველთან, ასლან ბჟანიასთან საუბრის დროს, მან დადო პირობა, რომ რუსეთი გაზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, ვინც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

"კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროს, ენერგეტიკულისა და იმის [მიმართ], რაც ეხება საერთაშორისო პლატფორმაზე თანამშრომლობას. გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ". – თქვა ლავროვმა.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის 2024-25 წლის კონსულტაციების გეგმებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.

კომენტარები