რუსეთი

რუსეთმა ოლექსი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

ოლექსი არესტოვიჩი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველზე, ოლექსი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა. ის ამავდროულად ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი.

არესტოვიჩი იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის საფულძველზე იძებნება, თუმცა არ არის დაკონრეტებული, კონკრეტულად რომელ მუხლზეა საუბარი. 

დონეცკის მარიონეტულმა პროკურატურამ გასული წლის 12 აპრილს არესტოვიჩის წინააღმდეგ საქმე აღძრა მოსახლეობისთვის ექსტრემისტული ქმედებებისკენ მოწოდების ბრალდებით. პროკურატურის მტკიცებით, არესტოვიჩი პირდაპირი ეთერში მოუწოდებდა უკრაინის მოსახლეობას ექსტრემისტული ქმედებებისკენ: "პოლიტიკური და ეროვნული ნიშნით მკვლელობისკენ". არესტოვიჩის წინააღმდეგ საქმე ასევე აღძღულია ბელარუსში. 

ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა 17 იანვარს დატოვა.

კომენტარები