სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

კალაძე: პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას უცხოეთიდან ე.წ მეგობრები ახალისებენ

ქართული ოცნება

შემაშფოთებელია, ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავადვე არღვევს მას, თან მიზანმიმართულად. შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა საპირწონე იყოს ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის. ამ ყველაფრის წახალისება ხდება ე.წ მეგობრების მხრიდან, უცხოეთიდან.
ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ყველას ვეტყვი, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, შემდეგ ეს ქვეყანა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ.

შემაშფოთებელია, როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს. ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ კარგია ევროპა, სადაც სამართლიანობაა, პატივს სცემენ კანონს, კონსტიტუციას. ამ დროს, გამოდიან რადიკალები - ადგილობრივი ოპოზიცია და გარეთ მათი მხარდამჭერები, ზოგიერთი ევროპარლამენტის წარმომადგენელი და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. პარალელს ავლებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და ევროინტეგრაციის პროცესს შორის.


თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა.

კომენტარები