სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

იოსელიანი: იმპიჩმენტი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა

ზოგადად, იმპიჩმენტის საკითხი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა. თუმცა, სახალხო დამცველს აქვს საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, ამაზე თუ იქნება მომართვა პრეზიდენტისგან, ალბათ, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, არის თუ არა კონსტიტუციის შესაბამისი უფლებით გათვალისწინებული შემთხვევა, გვაქვს თუ არა უფლების დარღვევასთან საქმე თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, იმპიჩმენტის საკითხი, რომელშიც სახალხო დამცველის მანდატი ასე პირდაპირ შეიძლება ვერ იქნას მოაზრებული.

თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშრებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

კომენტარები