თურქეთი

თურქეთმა ქურთულ სამხედრო ბაზებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

თურქეთის საჰაერო ძალების F-16

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საჰარეო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანეს

“ტერორისტული საფრთხის ლიკვიდაციისა და ასევე თურქეთის საზღვრების დაცვის მიზნით” საჰაერო თავდასხმები 20 სამიზნე ლოკაციაზე განხორციელდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურდა მებრძოლთა საწყობები, თავშესაფრები, ბუნკერები და გამოქვაბულები, სადაც, მათი თქმით, ორგანიზაციის მაღალჩინოსანი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"ტერორიზმთან ბრძოლა არ დასრულდება, სანამ ერთი ტერორისტი მაინცაა დარჩენილი!" – წერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო Facebook-ზე.

მანამდე, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებულმა დანაყოფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" აიღო

დანაყოფი თურქეთის ხელისუფლებას ციხეებში ქურთების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებასა და ქურთებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თუ თურქეთის მთავრობა მსგავს მოპყრობას არ შეწყვეტს, მოქმედებები "რევოლუციური სამართლიანობის" გაგებით გაგრძელდება.

 

 

 

 

კომენტარები