რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 7 დრონიდან 4 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 7 ირანული წარმოების Shahed 136/131-ის ტიპის დრონიდან 4 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის ძალების სპიკერი იური იგნატი ამბობს, რომ დრონები რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გაუშვეს. 

იგნატის თქმით რუსეთმა ასევე გამოიყენა ბალისტიკური რაკეტა:

"ამ ეტაპზე არ ვიცით  რა მოუვიდა რაკეტას, ვაზუსტებთ მიმართულებას". 

კომენტარები