ხულო

მაშველებმა ხულოში, მწვანე ტბაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბაში მაშველებმა 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ტაბულას ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ადგილობრივი მცხოვრებია და ის 28 სექტემბერს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები