ხულო

ხულოში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ხულოში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უბედური შემთხვევა გუშინ, 30 ივლისს, მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები