რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდასხმის გამო ბრიანსკის ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა – გუბერნატორი

Эхо Кавказа

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, უკრაინული მხარის მიერ ბრიანსკზე თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. 

"უკრაინელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად სოფელ პოგარში ელექტრომომარაგება შეფერხდა. მსხვერპლი არ არის." - წერს გუბერნატორი Telegram-ის არხზე.

მისივე თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს.

კომენტარები