რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Guardian: უკრაინა ირანსა და სირიაში დრონების საწარმოებზე თავდასხმისთვის რაკეტებს ითხოვდა

Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი
ირანული მედია

The Guardian-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჩამოვარდნილ რუსულ დრონებში ევროპაში წარმოებული ნაწილები აღმოჩნდა, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვდა რაკეტებს რუსეთში, ირანსა და სირიაში დრონების საწარმოებზე თავდასხმისათვის. 

27 სექტემბერს The Guardian-მა გაავრცელა საიდუმლო ანგარიში, სადაც ეწერა, რომ უკრაინაში ჩამოვარდნილ რუსულ დრონებში ევროკავშირში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს. მათი ცნობით, უკრაინამ დასავლელ პარტნიორებს რაკეტების გადაცემა ირანსა და სირიაში მდებარე დრონების მწარმოებელ პუნქტებზე თავდასხმისთვის მოთხოვა.

ანგარიში უკრაინის მთავრობის მიერ იყო შედგენილი G7-ის წევრ ქვეყნებთან გადასაგზავნად. ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამ თვეში უკრაინულ ქალაქებზე 600-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა დრონებით, სადაც დასავლური ტექნოლოგიები იყო გამოყენებული. 

კომენტარები